"მანჩესტერ სიტის" მეკარემ შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მეკარემ, კლაუდიო ბრავომ შესაძლოა სეზონი მთლიანად გამოტოვოს.

ბრავომ ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, რომ "ქალაქელთა" რიგებში ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას იღებს. ჯერ ტრავმა კევინ დე ბრუინიმ მიიღო, რომელიც სამი თვე ვერ ითამაშებს.

Goal.com-ის ინფორმაციით, ჩილელმა მეკარემ სერიოზული ტრავმა 20 აგვისტოს ვარჯიშზე მიიღო და მისი გამოჯანმრთელების ვადა ჯერჯერობით უცნობია. სამედიცინო შტაბი ვარაუდობს, რომ ბრავო 2018/19 წლების სეზონში მოედანზე ვერ გავა.

გამომდინარე აქედან, "სიტის" სათადარიგო გამოცდილი მეკარე მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე არ ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ ადრე
"ქალაქელებმა" ჯო ჰარტი "ბარნლიში" გაყიდეს, ანგუს განა - "საუთჰემპტონში", ხოლო არო მურიჩი იჯარით ნაკ-ში გაუშვეს.

alt"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრიუნემ ტრავმა მიიღო და სამი თვე იუქმებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული