მისი თქმით, "წითლები" ბელგიელთან ერთად პრემიერლიგის მოგებას ვერასდროს მოახერხებენ.
"დარწმუნებული არ ვარ, რომ ოდესმე ასეთი თავდამსხმელით პრემიერლიგას მოიგებენ. არ მგონია, რომ ის თავდაუზოგავად შრომობს. მართალია, ის ახალგაზრდაა, ძლიერია და გოლებიც გააქვს, მაგრამ ერთ-ერთია მათ შორის, ვინც "მანჩესტერისთვის" ბოლომდე არ იხარჯება" - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.
რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედში" 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 62 მატჩში 31 გოლი გაიტანა.
პოლ სქოულზმა გაამხილა რატომ არ უხმობენ "მანჩესტერში" სამუშაოდ