პრემიერლიგის მე-9 ტურში "ლივერპულმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ჰადერსფილდი". გოლი 24-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.
პრემიერლიგაზე "ლივერპულში" პირველად ითამაშა 24 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფაბინიომ, რომელიც 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"წითლების" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ 6-7 ნაღდი მომენტი ჰქონდათ და უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ.
"მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ბარნლი" 5:0 გაანადგურა. გოლები სერხიო აგუერომ, ბერნანდო სილვამ, ფერნანდინიომ, რიად მარეზმა და ლეროი სანემ გაიტანეს.
"ლივერპულს" და "მანჩესტერ სიტის" 23-23 ქულა აქვთ და ჩემპიონატს ლიდერობენ.