"ლესტერის" მფლობელის ვერტმფრენი "ვესტ ჰემთან" ნამატჩევს ჩამოვარდა და დაიწვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-10 ტურში "ლესტერი" საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემთან" წაგებას 89-ე წუთზე გატანილი გოლით გადაურჩა - 1:1, მაგრამ ნამატჩევს ტრაგედია დატრიალდა.

"ლესტერის" 60 წლის მფლობელის ვიშაი  შრივადანაპრაბჰის 8-ადგილიანი ვერტმფრენი თამაშის დასრულებიდან ნახევარი საათის შემდეგ "კინგ ფაუერ სტადიუმის" ავტოსადგომიდან აფრინდა, მაგრამ 60 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ხანძარი გაუჩნდა.

"ლესტერის" ტაილანდელი მფლობელი გუნდის მატჩებზე მუდამ ვერტმფრენით (Augusta Westland AW-169) მგზავრობდა, რომელიც 2 წლის წინ დაახლოებით 2 მილიონ ფუნტად შეიძინა.

beIN Sports-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, რომ შრივადანაპრაბჰი ვერტმფრენში იმყოფებოდა და გარდაიცვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული