"ლესტერმა" მისი მფლობელის და კიდევ 4 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა

AutoSharing Option
"ლესტერმა" კლუბის მფლობელის ვიშაი  შრივადანაპრაბჰის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვალება დაადასტურა.

ტაილანდელი მილიარდერის შრივადანაპრაბჰის გარდა კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა: მისი კომპანიის თანამშრომლები ნურსარა სუკნამაი, კავეპორნ პუნპარე და პილოტები ერიკ შვაფერი და იზაბელა როზა ლეჰოვიცი.

არ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვერტმფრენში შრივადანაპრაბჰის ქალიშვილი იმყოფებოდა.

30 ოქტომბერს ჩასატარებელი ინგლისის ლიგის მატჩი "ლესტერსა" და "საუთჰემპტონს" შორის გადაიდო და უცნობია როდის გაიმართება.

28 ოქტომბერს "ვესტ ჰემთან" ნამატჩევს ვიშაი  შრივა
დანაპრაბჰის 8-ადგილიანი ვერტმფრენი (Augusta Westland AW-169) 60 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაანთლოს ღმერთმა, ვილოცოთ მისი სულისთვის
1

სიახლეები პოპულარული