ღონისძიებაზე "მელიების" ყველა ფეხბურთელი იმყოფებოდა, ტექნიკური პერსონალი და კლუბის ხელმძღვანელობა. ცენტრალურ წრეში ყვავილების გვირგვინი ვიშას ცოლმა და შვილმა ვიშაიამ გამოიტანეს და ფეხბურთელებს სათითაოდ გადაეხვივნენ.
შეგახსენებთ, რომ "ლესტერის" 60 წლის მფლობელის ვერტმფრენი "ლესტერი"-"ვესტ ჰემის" მატჩის შემდეგ ჩამოვარდა. ვიშაის გარდა, ავიაკატასტროფაში კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა.
ვიშაი "ლესტერის" ვიცე-პრეზიდენტი 2011 წელს გახდა, 2015/16 წლებში კი "ლესტერი" სენსაციურად პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა.
"ლესტერმა" მისი მფლობელის და კიდევ 4 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა
"ლესტერის" მფლობელის ვერტმფრენი "ვესტ ჰემთან" ნამატჩევს ჩამოვარდა და დაიწვა [VIDEO]