ანდრეს ინიესტა: კანტესთან ერთად თამაში მსურს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლეგენდა ანდრეს ინიესტამ "ჩელსის" ნახევარმცველ ნგოლო კანტეს მიმართ კარგი სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ მას ნახევარდაცვაში იდეალურ პარტნიორად მიიჩნევს.

"კანტე ისეთი მოთამაშეა, როგორსაც ჩემს გუნდში წლების განმავლობაში ვათამაშებდი. მასთან ერთად თამაში ძალიან მსურს, რადგან იგი იდეალური პარტნიორია ნახევარდაცვაში, თუმცა ვიცი, რომ იაპონიაში არ წამოვა. მიუხედავად ამისა, ნგოლო ჩემი საყვარელი მოთამაშეა იმის გამო, რასაც ის მოედანზე აკეთებს. საკუთარი ოსტატობით ის "ჩელსის" და საფრანგეთის ნაკრების ნამდვილი გულია" - განაცხადა იაპონური "ვისელ კობეს" ფეხბურთელმა.

ანდრეს ინიესტამ მთელი კარიერა "ბარსელონაში" გაატარა, მიმდინარე
სეზონის წინ კი იაპონურ "ვისელ კობეში" გადაბარგდა.

altულამაზესი გოლი - ანდრეს ინიესტამ იაპონიაში ზედიზედ მეორედ გაიტანა [VIDEO]

altმაპატიე! - რის გამო მოუხადა ნ'გოლო კანტემ ბოდიში "არსენალის" ფანს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული