"მანჩესტერ იუნაიტედს" ნგოლო კანტეს დამატება სურს.
"წითელი ეშმაკების" სამწვრთნელო შტაბს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს, მთავარ კანდიდატად კი "არისტოკრატების" დაცვის ერთ-ერთ ლიდერს მოიაზრებენ.
თავის მხრივ, "ჩელსის" ფრანგი ფეხბურთელის გასხვისება არ სურს, ლონდონელები კანტეს გაყიდვას არ გეგმავენ, მეტიც, მზად არიან ჟორჟინიოს შეელიონ.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაგარს, ნგოლომ პრემიერლიგის გასულ სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა და თავი 2 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით