უეინ რუნი ინგლისის ნაკრებში კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გამოიძახეს

AutoSharing Option
ინგლისელი თავდამსხმელი უეინ რუნი საერთაშორისო კარიერას ოფიციალურად ასრულებს. ამიტომ ის ინგლისის ნაკრებში აშშ-სთან მატჩისთვის გამოიძახეს.

"DC იუნაიტედის" ფეხბურთელის თქმით, ის ძალიან გახარებულია, რომ უემბლიზე ინგლისის ნაკრების მაისურით კიდევ ერთხელ ითამაშებს.

"დიდი აღტაცებით ველოდები ინგლისის ნაკრებთან ერთად უემბლიზე კიდევ ერთხელ თამაშს. მინდა გარეთ საუტგეითსა და ფეხბურთის ფედერაციას მადლობა გადავუხადო ჩემი მოწვევისთვის, დახმარებისთვის და მხარდამჭერისთვის. ინგლისისთვის თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. ამიტომ ჩემი 120-ე და უკანასკნელი მატჩი განსაკუთრებული მომენტი იქნება. სიმბოლურია, რომ აშშ-ს შევხვდებით და იმედი მაქვს, ორივე გუნდის გულშემატკივარი ისიამოვნებს", -
განაცხადა უეინ რუნიმ.

33 წლის უეინ რუნი ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 53 გოლით. მან უკანასკნელად 2016 წელს შოტლანდიასთან მატჩში ითამაშა.

altუეინ რუნი შესაძლოა MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული