ამ შეხვედრაში მასპინძლებს გარკვეული პრობლემები ექნებათ შემადგენლობასთან დაკავშირებით. წესით, მინდორზე ვერ უნდა გავიდნენ იან ვერტონგენი, დავინსონ სანჩესი, დენი როუზი და მუსა დემბელე. საეჭვოა კირან ტრიპიერის თამაში. და ეს მაშინ, როცა "ჩელსი" ოპტიმალური შემადგენლობით იქნება.
კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. სხვა რამეებთან ერთად, მატჩს ინტრიგას მატებს პრემიერლიგის ორი გამორჩეული მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოსა და მაურიციო თუ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრავმას არ ჩავთვლით, "ლივერპული" ოპტიმალური თერთმეტეულით ითამაშებს "უოტფორდთან" გასვლით შეხვედრაში. რა თქმა უნდა, ეს ისედაც ფავორიტი მერსისაიდელების შანსს კიდევ უფრო ზრდის, მაგრამ მასპინძლებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთან ხუმრობა არ შეიძლება. უნდა ითქვას, რომ "ლივერპულის" მრისხანე შემტევი სამეული ოდინდელივით მრისხანე ვეღარ არის ბოლო მატჩებში. ვნახოთ, ამჯერად რა და როგორ იქნება.
"მანჩესტერი" ბოლო დროს სულ უგებს "კრისტალ პალასს" და, წესით, ახლაც უნდა მოუგოს. ჟოზე მოურინიოს ამ თამაშის წინ ორი პრობლემა აქვს - ჯერ საბოლოოდ არ არის ცნობილი, შეძლებენ თუ არა მინდორზე გასვლას გუნდის ფრანგი ვარსკვლავები - პოლ პოგბა და ანტონი მარსიალი. არადა, პორტუგალიელის ხელში "იუნაიტედს" ისედაც აკლია კრეატიული კადრები.
რა თქმა უნდა, ღია და შემტევი ფეხბურთის მოლოდინი გვაქვს "ბორნმუთისა" და "არსენალის" დაპირისპირებაში. ლონდონელები ფავორიტები არიან, თუმცა საშინაო ასპარეზზე "ბორნმუთი" მუდამ შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს გვიჩვენებს.
უნაი ემერიმ მოკლე ხანში საკუთარ თარგზე მოჭრა "არსენალი". რა თქმა უნდა, ჯერაც არის შეცდომები და ბლომადაც, მაგრამ ფაქტია, პრემიერლიგაში ლონდონური გრანდი სადღეისოდ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.
ფაქტები
- "ბრაიტონისა" და "ლესტერის" ბოლო 2 მატჩში ორივეს არ გაუტანია.
- "საუთჰემპტონმა", ყველა ტურნირში ერთად, ბოლო 3 თამაში მოუგო "ფულჰემს".
- "მანჩესტერმა" ზედიზედ 4 პრემიერლიგური მატჩი მოუგო "კრისტალ პალასს".
- "უოტფორდისა" და "ლივერპულის" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "მანჩესტერ სიტიმ" ყველა ფრონტზე მიჯრით 6 შეხვედრაში აჯობა "ლესტერს".
- "ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ" ყველა ტურნირში ზედიზედ სამჯერ გაუტანეს ერთმანეთს.
- "ბორნმუთისა" და "არსენალის" ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
პრემიერლიგა. XIII ტური
შაბათი, 24 ნოემბერიბრაიტონი-ლესტერი 19:00
ევერტონი-კარდიფი 19:00
ფულჰემი-საუთჰემპტონი 19:00
მანჩესტერ იუნ-კრ. პალასი 19:00
უოტფორდი-ლივერპული 19:00
ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი 19:00
ტოტენჰემი-ჩელსი 21:30
კვირა, 25 ნოემბერი
ბორნმუთი-არსენალი 17:30 ვულვზი-ჰადერსფილდი 20:00
ორშაბათი, 26 ნოემბერი
ბარნლი-ნიუკასლი 23:00ბომბარდირები: 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 7 - ედენ აზარი (ჩელსი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 6 - გლენ მარეი (ბრაიტონი), სადიო მანე (ლივერპული), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), კალუმ უილსონი (ტოტენჰემი), რიჩარლისონი (ევერტონი), რაჰიმ სტერლინგი (არსენალი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"