პოჩეტინიო - კლოპის მოედანზე შევარდნაზე: მე შემეჯიბროს სირბილში

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-14 ტურში "ლივერპულმა" "ევერტონი" 90+6-ე წუთზე დივოკ ორიგის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი "წითლების" მენეჯერი იურგენ კლოპი მოედანზე შევარდა და თავისი გუნდის მეკარე ალისონს ჩაეხუტა.

ამაზე კომენტარი "ტოტენჰემის" მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინიომ გააკეთა.

"ოდესღაც მეც დავრბოდი. რომ გავიქცეთ, კლოპი ჩემთან უშანსოდაა. მე მასზე სწრაფი ვარ. ამაში დარწმუნებული გახლავართ.

იურგენის გაკიცხვას არ ვაპირებ, ჩვენი სამუშაო ხომ ემოციურია", - განუცხადა პოჩეტინიომ Football.london-ს.

სხვათა შორის, მოედანზე შერბენისთვის კლოპმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ მაინც დააჯარიმეს 8 ათასი ფუნტით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული