მისმა გუნდმა გასულ თვეში "უოტფორდი" (1:0), "ბორნმუთი" (2:1) და "ბარნლი" (2:1) დაამარცხა და გასავარდნი ზონიდან თავი დააღწია.
ესპანელმა სპეციალისტმა კარიერაში მეშვიდედ მოიგო აღნიშნული პრიზი და ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ 5 მწვრთნელი უსწრებს. ესენი არიან: სერ ალექს ფერგიუსონი (27), არსენ ვენგერი (15), დავიდ მოიესი (10), მარტინ ონილი და ჰარი რედნაფი (8-8).
"ნიუკასლი" პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 16 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.
რაფაელ ბენიტესი "ნიუკასლისგან" გარანტიებს ითხოვს