ინგლისის ლიგის თასზე დელე ალის თავში ბოთლი გაარტყეს - ნახევარფინალური წყვილები ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
გაიმართა ინგლისის ლიგის თასის დარჩენილი 2 მეოთხედფინალური მატჩი - "ტოტენჰემმა" "არსენალს", "ჩელსიმ" კი "ბორნმუთს" სძლია.

"ტოტენჰემმა" სტუმრად "არსენალი" ბოლოს 8 წლის წინ დაამარცხა, მშრალი ანგარიშით კი 31 წლის წინ.

"მეთოფეებმა" 22-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს.

მეორე გოლის ავტორს დელე ალის თავში პლასტიკური ბოთლი გაარტყეს, მან კი ჟესტით 2:0 აჩვენა.

ლონდონი. "ემირეიტსი". 59 061 მაყურებელი
არსენალი - ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 სონი (20), 0:2 დელე ალი (59)


ლონდონი. სტემფორდ ბრიჯი". 40 432 მაყურებელი
ჩელსი -
ბორნმუთი 1:0
გოლი: აზარი (84)

მოგვიანებით კენჭისყრაც ჩატარდა და გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ტოტენჰემი - ჩელსი
მანჩესტერ სიტი - ბერტონი

პირველი შეხვედრები 8-9 იანვარს ჩატარდება, საპასუხოები კი 22-23 იანვარს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინგლიშიც ყოფილან ველურები)
Geo_Dinamo
11:44 20-12-2018
0

სიახლეები პოპულარული