გაიმართა ინგლისის ლიგის თასის დარჩენილი 2 მეოთხედფინალური მატჩი - "ტოტენჰემმა" "არსენალს", "ჩელსიმ" კი "ბორნმუთს" სძლია.
"ტოტენჰემმა" სტუმრად "არსენალი" ბოლოს 8 წლის წინ დაამარცხა, მშრალი ანგარიშით კი 31 წლის წინ.
"მეთოფეებმა" 22-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს.
მეორე გოლის ავტორს დელე ალის თავში პლასტიკური ბოთლი გაარტყეს, მან კი ჟესტით 2:0 აჩვენა.
ლონდონი. "ემირეიტსი". 59 061 მაყურებელი
არსენალი - ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 სონი (20), 0:2 დელე ალი (59)
ლონდონი. სტემფორდ ბრიჯი". 40 432 მაყურებელი
ჩელსი -
ბორნმუთი 1:0
გოლი: აზარი (84)
მოგვიანებით კენჭისყრაც ჩატარდა და გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ტოტენჰემი - ჩელსი
მანჩესტერ სიტი - ბერტონი
პირველი შეხვედრები 8-9 იანვარს ჩატარდება, საპასუხოები კი 22-23 იანვარს.