AS-ის ცნობით, "მანჩესტერმა" ზინედინ ზიდანს გუნდის მწვრთნელობა შესთავაზა.
საქმე იმაშია, რომ ოლე-გუნარ სოლსკიაერს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და კლუბის ხელმძღვანელობას სურს ზაფხულში გუნდი ზიდანმა ჩაიბაროს.
ზიდანს ჯერ პასუხი არ გაუცია. მას უნდა საფრანგეთის ნაკრებს ან "იუვენტუსს" ჩაუდგეს სათავეში, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს შეუძლებელია.
"იუნაიტედი" 26 ქულით პრემიერლიგაზე მეექვსე ადგილზეა და 22 დეკემბერს სტუმრად "კარდიფს" შეხვდება.