პრემიერლიგა. XVIII ტურის წინ: ფრთხილად, სოლსკაიერი მოდის!

AutoSharing Option
პრემიერლიგას "ლივერპული" ლიდერობს და ჩვენც ამ გუნდით დავიწყოთ. მით უმეტეს, ტურს სწორედ იურგენ კლოპის დამოძღვრილი გუნდი გახსნის. რა თქმა უნდა, ენფილდელები ამ შეხვედრაში ფავორიტები არიან, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ "ვულვზმა" ცოტა ხნის წინ საშინაო შეხვედრა მოუგო "ჩელსის". ყველაფერს ისიც ემატება, რომ კლოპს გარკვეული პრობლემები აქვს დაცვაში.

"არსენალმა" წინა ტურში ყოჩაღად ვერ ითამაშა "საუთჰემპტონთან", ახლა კი უეჭველად მოსაგები შეხვედრა აქვს "ბარნლისთან". სტუმრები თითქოს იმთავითვე განწირულები ჩანან, მაგრამ ასე იყო წინა ტურში "ტოტენჰემთანაც". მაშინ ლონდონელებმა მაგრად იწვალეს და მხოლოდ დამატებით
დროში მოახერხეს კერკეტი მოწინააღმდეგის გატეხა. უნაი ემერი მთლად კარგ დღეში ვერაა, რაკი გუნდში მყოფი თითქმის ყველა მცველი დაშავებულია. ამდენად, "მეთოფეებმა" წარმატება შეტევაში უნდა ეძებონ.

"მანჩესტერ სიტიმ", წესით, იოლად უნდა მოუგოს "კრისტალ პალასს". მანჩესტერული გუნდი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძალიან სტაბილურია და უნდა ვივარაუდოთ, რომ შანსს ხელიდან არც ამჯერად გაუშვებს. საჩემპიონო ბრძოლა ისე მიდის, შესაძლოა, ყველა ქულას ოქროს ფასი დაედოს.

ტურის მთავარი მატჩი კი შედგება კარდიფში. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება ოლე გუნარ სოლსკიაერს. მას უდიდეს იმედებს უკავშირებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბის ფანობა. "იუნაიტედმა" უნდა შეუტიოს - ასეთია მოთხოვნა! რა და როგორ იქნება, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

ასევე ძალიან საინტერესო იქნება "ტოტენჰემის" მორიგი გამოცდა "ევერტონთან", ტრადიციული ინგლისური შეხლა, სადაც გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს.

ფაქტები
  • პრემიერლიგაში "ლივერპულმა" მიჯრით 3 თამაში მოუგო "ვულვზს".
  • "არსენალმა" 8 შეხვედრაში შეძლო "ბარნლის" ძლევა.
  • "ჩელსისა" და "ლესტერს" შორის ბოლო შეხვედრა 0:0 მორჩა.
  • "ჰადერსფილდსა" და "საუთჰემპტონს" შორის ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "მანჩესტერ სიტისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ფულჰემმა" "ნიუკასლს" ბოლო 3 თამაში მოუგო.
  • "ვესტ ჰემისა" და "უოტფორდის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

პრემიერლიგა. XVIII ტური
პარასკევი, 21 დეკემბერი
ვულვზი-ლივერპული 23:59

შაბათი, 22 დეკემბერი
არსენალი-ბარნლი 16:30
ბორნმუთი-ბრაიტონი 19:00
ჩელსი-ლესტერი 19:00
ჰადერსფილდი-საუთჰემპტონი 19:00
მანჩესტერ სიტი-კრ. პალასი 19:00
ნიუკასლი-ფულჰემი 19:00
ვესტ ჰემი-უოტფორდი 19:00
კარდიფი-მანჩესტერ იუნ 21:30

კვირა, 23 დეკემბერი
ევერტონი-ტოტენჰემი 20:00

ბომბარდირები: 10 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - ედენ აზარი (ჩელსი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), რიჩარლისონი (ევერტონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული