22 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-18 ტურში "მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 2:3 დამარცხდა "კრისტალ პალასთან" და ლიდერ "ლივერპულს" 4 ქულით ჩამორჩა.
ასევე მარცხი განიცადა სახლში "ჩელსიმ" "ლესტერთან" 0:1. გოლი ჯეიმი ვარდიმ გაიტანა. მან ინგლისის ჩემპიონატის პირველი ექვსეულის გუნდებს ბოლო 15 მატჩში 13 გოლი გაუტანა.
"არსენალმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "ბარნლი". დუბლი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეასრულა და 12 გოლით ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.