"ლივერპული" იანვარში ედენ აზარის ძმის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
"ჩელსის" შემტევის ედენ აზარის ძმა თორგან აზარი ევროპული გრანდების ყურადღების ქვეშ მოექცა.

ის გლადბახის "ბორუსიაში" თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

როგორც Goal.com-ი იუწყება, იურგენ კლოპი ბელგიელი შემტევით პირადადაა დაინტერესებული და მისი შეძენა ზამთარშივე უნდა, შემდეგ კი ისევ უკან "ბორუსიაში" სეზონის ბოლომდე გაანათხოვრებს. სავარაუდო სატრანსფერო ფასად 34 მილიონი ევრო სახელდება.

თორგან აზარით მერსესაიდელთა გარდა მადრიდის "ატლეტიკო" და იტალიური "რომაც" ინტერესდებიან.

ბელგიელი ფეხბურთელი "გლადბახში" 2015 წლიდან თამაშობს, სადაც ის ლონდონის "ჩელსიდან" 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 17 მატჩში მან
9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

altThe Jerusalem Post: მოჰამედ სალაჰი "ლივერპულიდან" წასვლით იმუქრება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული