"მანჩესტერ სიტიმ" პირველ წრეში სამი მატჩი წააგო - იმდენივე, რამდენიც მთელ გასულ სეზონში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 დეკემბერს, პრემიერლიგის მე- 19 ტურში "მანჩესტერ სიტი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "ლესტერთან".

ეს ჩემპიონატზე "ქალაქელთა" ზედიზედ მეორე წაგებაა, სულ კი პირველ წრეში 3 მარცხი განიცადეს - იმდენივე, რამდენიც მთელ გასულ სეზონში.

ნამატჩევს "სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ წაგებისგან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანონ, შემდეგი მატჩისთვის მოემზადონ და ამ ეტაპზე "ლივერპული" და "ტოტენჰემი" უკეთ თამაშობენ.

ლესტერი. "კინგ პოუერი". 32 090 მაყურებელი
ლესტერი - მანჩესტერ სიტი 2:1
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (14), 1:1 ოლბრაიტონი (19), 1:2 პერეირა (81)
გაძევება: დელფი (89)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული