გაბრაზებულმა უნაი ემერიმ გულშემატკივარს ბოთლი მოარტყა და ბოდიში ორჯერ მოუხადა

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა  უნაი ემერიმ გუშინ, 26 დეკემბერს "ბრაიტონთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ წყლით სავსე ბოთლი მოისროლა, რომელიც მეტოქე გუნდის გულშემატკივარს მოხვდა.

ესპანელი სპეციალისტი მასთან მაშინვე მივიდა და ბოდიში მოუხადა, იგივე გაიმეორა მატჩის დასრულების შემდეგაც.

"ბოდიში მოვუხადე, ბოთლი ერთ-ერთ გულშემატკივარს მოხვდა, თუმცა ძლიერად არა. ჩემი გუნდის ცუდი თამაშით გაბრაზებული ვიყავი" - თქვა უნაი ემერიმ მატჩის შემდეგ.

როგორც Goal.com-ი იუწყება აღნიშნული მომენტი შეხვედრის ოფიციალურ რეპორტში არ შესულა, რადგან მატჩის ოფიცერი კმაყოფილი დარჩა ინციდენტის მარტივად ამოწურვით.

"ბრაიტონთან" ვერმოგებული მატჩის შემდეგ "არსენალს"
38 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა.

altპრემიერლიგა. XIX ტური: "სიტი" კვლავ დამარცხდა, "ლივერპულმა" და "ტოტენჰემმა" გაილაღეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული