მანჩესტერ სიტიმ ლივერპული დაამარცხა და მასთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 იანვარს, პრემიერლიგის 21-ე ტურის დასკვნით მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" 2:1 დაამარცხა.

"მანჩესტერმა" 50 ქულა დააგროვა და ლიდერ "ლივერპულთან" ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.

პირველ ტაიმში "სიტის" მცველმა ჯონ სტოუნსმა საკუთარი კარიდან გამოიტანა ბურთი - ვიდეოგამეორებაზე დაფიქსირდა, რომ ბურთს კარის ხაზის გადასაკვეთად 1.12 სანტიმეტრი დააკლდა.

"ლივერპულმა" ინგლისის მიმდინარე პირველობაზე პირველი მარცხი განიცადა - აქამდე 17 თამაში მოგებული და 3 ფრედ ჰქონდა დასრულებული. "ლივერპულმა" 2018 წლის 21 აპრილის შემდეგ პირველად გაუშვა 2 გოლი.

აგუერომ სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონატებში 250 გოლი გაიტანა.
მან ერთ გუნდს ზედიზედ 7 საშინაო მატჩში გაუტანა გოლი და ეს პრემიერლიგის რეკორდია.

პეპ გვარდიოლამ "ქალაქელთა" მწვრთნელის რანგში მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

ფირმინომ ბოლო 2 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი - ამდენივე გოლი მან წინა 23 მატჩში გაიტანა.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 54 511 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ლივერპული 2:1
გოლები: 1:0 აგუერო (40), 1:1 ფირმინო (64), 2:1 სანე (72)
მკითხველის კომენტარები / 4 /
არაფერი გუნდი არაა ეს ლივერპული, ლესტერმაც მოიგო ჩემპიონატი, ფაქტია ინგლისური კლუბების დიდი ნაწილი ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვის, თორემ ლივერპული 4 ეულის გუნდია პირველ ადგილზე ვინ გაუშვებდა?
5
არაა, მესამე და სამართალი, წელს ლივერპული ყველაზე მაგარია. თU რამე ტოტენჰემი უფროა მისი კონკურენტი ვიდრე სიტი.

პ.ს. არ ვარ ლივერპულის გულშემატკივარი
Irakli Apkhaidze
10:04 04-01-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული