"მანჩესტერს" ფერგიუსონი მართავს? - მან გააგდებინა მოურინიო და სოლსკიაერს შემადგენლობას ურჩევს

AutoSharing Option
მართლაც პროგრესი განიცადა "მანჩესტერმა" მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გადაყენების შემდეგ - ახალი მენეჯერის ოლე-გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით ზედიზედ 6 მატჩი მოიგო საერთო ანგარიშით 17:3.

ადრე უკვე გაცხადდა, რომ სოლსკიაერს გუნდის ლეგენდა სერ ალექს ფერგიუსონი კურირებს, ახლა კი Manchester Evening News-ი ამტკიცებს, რომ ფერგი რუხი კარდინალის როლს ასრულებს.

სახელდობრ, მისი რჩევით დაითხოვეს მოურინიო და მიიყვანეს სოლსკიაერი. აგრეთვე ფერგიუსონი ნორვეგიელს მეტოქეზე ინფორმაციის შეგროვებაში ეხმარება და შემადგენლობის შერჩევისას რჩევებს აძლევს.

სოლსკიაერი ფერგიუსონის ხელმძღვანელობით "მანიუში" 11 წელი თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არა რა პროფესორები და ბრძენები არ გვაკლია ქართველებს. პერესმა თუ რეალს 4 ჯერ მოაგებინა ლიგა ჩვენი პროფესორები 8 ჯერ მოაგებინებდნენ:))
გოგა
15 იანვარი 2019 17:31
1
რა თქმა უნდა თუ ეგ სიმართლეა მე სრულებით ვემხრობი ფერგის, მეცოდებოდა მანჩესტერის ფეხბურთელები მაურინიოს ხელში . ეხლა კი პერესსუნდაო მაურინიოვო და ლოპეტეგის და სოლარის შემდეგ მაურინიო დახატავს რეალს ))) ვაი საცოდავო რეალო მართლა თუ მაურინიო მიიყვანეს მერე ვნახავთ დაცვითი ფეხბურთით მოთამაშე რეალს და ეხლა თუ ქონდა ბეტისთან 33% ბურთის ფლობა მაურინიოს ხელში 25% ექნება))) სანამ პერესი იქნება რეალის პრეზიდენტი რეალი სულ ეგეთ ტანჯვა წამებაში იქნება )))
ტოტტი
15 იანვარი 2019 00:03
12
ტოტი კი არა,პროფესორი ხარ,პერესის ადგილზე შენ უნდა დაგნიშნონ!
!!!
15 იანვარი 2019 01:19
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული