დღეს "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა 48 წლის გახდა და ტვიტერით იუწყა, თუ როგორ აპირებს დაბადების დღის აღნიშვნას.
"როგორ აღვნიშნავ დაბადების დღეს? ოჯახში, სადილზე, მე მეგობრები არ მყავს".
გვარდიოლამ თქვა, რომ ფერნანდინიოს შემცვლელს ეძებს, 3-4 ფეხბურთელს აკვირდება და უახლოეს ხანში ერთ-ერთ მათგანს შეიძენს.
"ქალაქელები" 53 ქულით მე-2 ადგილზე არიან და 20 იანვარს, 23-ე ტურში სტუმრად "ჰადერსფილდს" შეხვდებიან.