"მანჩესტერ სიტიმ" გაიმარჯვა და "ლივერპულს" 4 ქულით ჩამორჩება

AutoSharing Option
20 იანვარს, პრემიერლიგის 23-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად უპრობლემოდ სძლია აუტსაიდერ "ჰადერსფილდს" 3:0.

ამ გუნდებს შორის კლასში უზარმაზარ სხვაობას ერთი სტატისტიკური მონაცემიც ნათლად ასახავს: "ქალაქელთა" ნახევარმცველმა ფერნანდინიომ პირველ ტაიმში 63 გადაცემა გააკეთა - "ჰადერსფილდმა" 54.

"სიტიმ" 56 ქულა დააგროვა და ლიდერ "ლივერპულს" ისევ 4 ქულით ჩამორჩება.

"მანჩესტერ სიტი" ტოპ 5 ლიგის  პირველი გუნდია, რომელმაც ამ სეზონში ყველ ტურნირზე 100 გოლზე მეტი გაიტანა.

ჰადერსფილდი. "ჯონ სმიტი". 24 190 მაყურებელი
ჰადერსფილდი - მანჩესტერ სიტი 0:3
გოლები: 0:1 დანილო (18), 0:2 სტერლინგი (54), 0:3
სანე (56)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული