რიო ფერდინანდი: 10 კათხა ლუდს რომ დავლევდი, მერე გადავდიოდი სპირტიან სასმელებზე

AutoSharing Option
"მანჩესტერისა" და ინგლისის ნაკრების მცველმა რიო ფერდინანდმა აღიარა, რომ ახალგაზრდობაში ლოთობდა.

"ყოველ პარასკევს ბარში შევდიოდი და ლუდს (Guinness), ვისკის და კიდევ სხვადასხვა სასმელებს ვსვამდი. ახალგაზრდობაში შემეძლო ბევრი დამელია. ათი კათხა ლუდის დალევის შემდეგ სპირტიან სასმელებზე გადავდიოდი. შემეძლო მთელი დღე მესვა, გამოძინების მერე კი სმა გამეგრძელებინა.

სხვა ფეხბურთელებზე მეტს არ ვსვამდი. გიჟი ვიყავი. "ვესტ ჰემში" ზოგიერთი თამაში საერთოდ არ მახსოვს.

თამაშების შემდეგ ვლოთობდი, შაბათს და კვირას. სიგიჟე იყო. "ვესტ ჰემში" სულ ლოთები ვიყავით.

"მანჩესტერში" სეზონისას ალკოჰოლურ სასმელს ახლოსაც არ ვეკარებოდი, სამაგიეროდ
ზაფხულში ორი კვირის განმავლობაში ყველაფერს ვინაზღაურებდი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული