ფერდინანდმა გაამხილა, რატომ არ გადავიდა ბელინგემი "მანჩესტერ იუნაიტედში"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ექსმცველმა რიო ფერდინანდმა გაამხილა, რატომ არ გადავიდა 2020 წელს ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი "ბირმინგემიდან" მის ყოფილ გუნდში.

"ის ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ითხოვდა, მაგრამ ამის პირობა არ მისცეს. ეს ინფორმაცია ძალიან სანდო წყარომ მაცნობა. მაშინ მან უთხრა: "ჩემი თავის ფასი ვიცი. თუ ისეთად არ მაფასებთ, როგორიც ვარ, მე სხვა კლუბში გადავალ", - ციტირებს ფერდინანდს Sportskeeda.

2020 წელს ბელინგემი "დორტმუნდში" გადაბარგდა, იქიდან კი "რეალში" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დორტმუნდი,2020 წელსაც უკეთესი გუნდი იყო,ვიდრე მანიუ და ახლაც ასეა.ამასთან ერთად,დორტმუნდი,ტალანტების განვითარებასა და გაყიდვის საქმეში,ერთერთი საუკეთესოა.თუ სათამაშო დროსაც შეჰპირდნენ,რა თქმა უნდა,დორტმუნდი უნდა აერჩია.
სოსო
19:52 03-11-2023
0
აი ეს არის მაგალითი როგორ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება ფეხბურთელმა.
Zidani
23:31 02-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული