"ფულჰემის" თავდამსხმელი აბუბაკარ კამარა თანაგუნდელთან ჩხუბისათვის დააპატიმრეს

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ცნობით, "ფულჰემის" თავდამსხმელი აბუბაკარ კამარა საწვრთნელ ბაზაზე ჩხუბისათვის დააპატიმრეს.

პოლიციალები ბაზაზე ჩხუბის გამო გამოიძახეს, რომელშიც კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი დაზარალდა.

ადრე კამარა თანაგუნდელ ალეკსანდრ მიტროვიჩს ეჩხუბა და მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ გუნდიდან გააგდო. დღეს ის ბაზაზე საქმის გასარჩევად მივიდა და ისევ იჩხუბა.

მათ კონფლიქტი პრემიერლიგის მე-20 ტურში "ჰადერსფილდთან" მატჩში მოუვიდათ - 82-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, თერთმეტმეტრიანებს ამ გუნდში მიტროვიჩი ასრულებს, კამარამ ბურთი არ დაუთმო, თავად დაარტყა და გოლი ვერ გაიტანა. მატჩის დასასრულს მიტროვიჩმა მაინც
გაიტანა გოლი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული