"იუვენტუსმა" არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ამჯერად "ჩელსიში" გაანათხოვრა.
ეს სიამოვნება "არისტოკრატებს" 9 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ხოლო თუ კონტრაქტის გამოსყიდვას მოისურვებენ, 36 მილიონის გადახდა მოუწევთ.
მან პირველ წრეში "მილანში" იტალიის ჩემპიონატზე 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პიპიტამ თქვა, რომ "ჩელსი" დიდი ისტორიის მქონე კლუბია და ყოველთვის უნდოდა ინგლისში თამაში.
ტრანსფერის ინიციატორი ლონდონური გუნდის მენეჯერი მაურიციო სარია, რომლის ხელმძღვანელობითაც თამაშობდა გონსალო "ნაპოლიში".