"ნიუკასლმა" "მანჩესტერ სიტის" მოუგო და "ლივერპულს" საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 იანვარს, პრემიერლიგის 24-ე ტურში "ნაუკასლმა" სახლში 2:1 სძლია "მანჩესტერ სიტის".

არადა, დასაწყისი "სიტის" ცუდს არაფერს არ უქადდა - ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებული დავიდ სილვას პასით ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა, მაგრამ ამის შემდეგ რატომღაც საქმე მოთავებულად ჩათვალეს და მწარედ დაისაჯნენ.

სტუმრები უპირატესობას ისევ ფლობდნენ, თუმცა მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ. მეორე ტაიმში კევინ დე ბრიუნესთვის მსაჯს წესით მეორე ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, მაგრამ დაინდო, მისმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა.

ამის შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

"მანჩესტერ სიტი"
56 ქულით მეორე ადგილზეა და თუ ხვალ ლიდერმა "ლივერპულმა" "ენფილდზე" "ლესტერს" მოუგო, 7 ქულით გაექცევა.

3 თებერვალს "ქალაქელები" "არსენალს" უმასპინძლებენ.

ნიუკასლი. "სენტ ჯეიმს პარკი". 50 861 მაყურებელი
ნიუკასლი - მანჩესტერ სიტი 2:1
გოლები: 0:1 აგუერო (1), 1:1 რონდონი (66), 2:1 რიტჩი (80, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული