"მანჩესტერ სიტიმ" 18 წლის ხორვატი ტალანტი 8 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" სპლიტის "ჰაიდუკიდან" 18 წლის ნახევარმცველი ანტე პალავერსა შეიძინა.

ხორვატიულმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო მიიღო. გარდა ამისა, ანტე "ჰაიდუკში" კიდევ წელიწადნახევრის განმავლობაში, 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.

პალავერსამ მიმდინარე სეზონში ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში 14 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

18 წლის ნახევარმცველს 19-წლამდელთა ნაკრებში 11 მატჩი აქვს გამართული, სადაც მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.

altზამთრის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული