მარკუს რეშფორდმა თავის საიუბილეო მატჩში "მანჩესტერს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 თებერვალს, პრემიერლიგის 25-ე ტურში "მანჩესტერმა" სტუმრად 1:0 სძლია "ლესტერს".

გამარჯვების გოლი 21 წლის მარკუს რეშფორდმა გაიტანა, რომელმაც "მანიუში" მე-100 მატჩი ჩაატარა.

რეშფორდმა გოლი პოლ პოგბას პასით გაიტანა. პოგმამ მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს გადაყენების შემდეგ 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც ოლე-გუნარ სოლსკიაერი დანიშნეს მწვრთნელად, "იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე 10 მატჩიდან 9 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

"მანჩესტერი" 48 ქულით მე-5 ადგილზეა და 9 თებერვალს ლონდონში "ფულჰემს" დაუპირისპირდება.

ლესტერი. "კინგ პოუერი". 32 148 მაყურებელი
ლესტერი - მანჩესტერი 0:1
გოლი:
რეშფორდი (9)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული