პრემიერლიგა. XXV ტური: აგუერო შირერს მიუახლოვდა, იგუაინმა "ჩელსიში" ანგარიში გახსნა [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩელსის" მოთამაშეებმა მიიღეს მაურიციო სარის კრიტიკა იმაზე, რომ ისინი კართან ზურგით თამაშობენ და შეტევის ფრონტს ვერ შლიან (ყველაზე მეტი მოხვდათ აზარსა და ვილიანს). ამის გამო "ჩელსი" კარგავს საჯარიმოში ვარიანტებს. შესაბამისად, მეტოქეებს უადვილდებათ დაცვა.

როგორც აღმოჩნდა, პრობლემების გამოსწორებისთვის საჭირო იყო იგუაინის ტრანსფერი.

"ჰადერსფილდთან" არგენტინელმა იდეალურად აამოძრავა შეტევის ფრონტი და დუბლით ხელი შეუწყო მეტოქის განადგურებას.

გონსალომ ტონი მისცა მატჩს - მე-16 წუთზე ელეგანტურად დაუსხლტა თამაშგარეს და მაღალი დაარტყა. შესვენებამდე აზარმა პენალტი გამოიყენა და მეორე ტაიმში ბრწყინვალედ გაიხსნა ბარკლის პასის დროს. იგუაინმა დუბლი
გაიფორმა 25 მეტრიდან გასროლით, მატჩის ბოლოს კი წერტილი დასვა დავიდ ლუიშმა.


"ტოტენჰემისა" და "ნიუკასლის" მატჩში ძალიან ბევრი იყო ჩაწოდება, კუთხური და სტანდარტულები. პირველი ტაიმის შუაში ამან კინაღამ გოლი მოიტანა - ლამელამ ძელს გაარტყა ვერტონგენის ჩაწოდების შემდეგ. მეორე ტაიმში იმავეთი უპასუხა რონდონმა, მოგვიანებით კი შერმა გამოიტანა ბურთი ხაზიდან.

"ტოტენჰემი" ქულების დაკარგვას გადაარჩინა წარმატებულმა შეცვლამ. ლორენტემ თავით გატანა ვერ შეძლო, სამაგიეროდ, სონზე ბურთის დაგდება წარმატებული გამოვიდა. კორეელმა ფინტით ორი მცველი მოიცილა და 20 მეტრიდან გაიტანა. 1:0 - "ტოტენჰემი" ისევ მეორეა.


ამასობაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ხუთეულში შეაღწია. სოლსკიაერის გუნდი სტუმრად ხვდებოდა "ლესტერს", რომელმაც ამ სეზონში შინ "ჩელსისა" (1:0) და "მანჩესტერ სიტის" (2:1) მოუგო. თუმცა, მარკუს რეშფორდმა თავისი მე-100 მატჩი პრემიერლიგაში გოლით აღნიშნა, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა.


"იუნაიტედის" ხუთეულში შესვლა კი იმის ხარჯზე მოახერხა, რაც "სიტიმ" ტურის მატჩში მოუგო "არსენალს" - 3:1.

ლონდონელები უშანსოდ იყვნენ და მეორე ტაიმში დარტყმის მცდელობაც არ ჰქონიათ. სერხიო აგუერომ კი პრემიერლიგაში მე-10 ჰეთ-თრიკი შეასრულა და ჩამორჩება მხოლოდ ალან შირერს, რომელსაც 11 მატჩში გაუტანია სამი გოლი.


ფაქტები
  • გონსალო იგუაინი "ჩელსის" პირველი მოთამაშეა, ვინც თავის პირველ საშინაო მატჩში დუბლი შეასრულა. ბოლოს ასეთი რამ 2000 წლის აგვისტოში მარიო სტანიჩმა შეძლო "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.
  • ედენ აზარს კარიერაში 200 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა - 116 გოლი და 84 შედეგიანი პასი. აქედან 129 გოლი "ჩელსიში" გამოსვლაზე მოდის.
  • იგუაინს 37 მატჩში 37 გოლი აქვს გატანილი მაურიციო სარის ხელმძღვანელობით.
  • "ჩელსის" ბოლო 16 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (+9=6-1).
  • "ჰადერსფილდმა" მე-13 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა, რაც მიმდინარე სეზონის ანტირეკორდია.
  • "ჩელსიმ" პირველად გაიტანა ხუთი გოლი პრემიერლიგის მატჩში 2017 წლის დეკემბრის შემდეგ.
  • ნ'გოლო კანტემ კარიერაში პირველად შეასრულა ერთ მატჩში ორი საგოლე პასი.
  • "ნიუკასლმა" ზედიზედ მერვედ წააგო "უემბლიზე". ბოლოს, ამ გუნდმა ლეგენდარულ სტადიონზე 1955 წელს მოიგო. ეს იყო ინგლისის თასის ფინალი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.
  • "ტოტენჰემმა" 29-ე მატჩი ჩაატარა ფრეს გარეშე და პრემიერლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.
  • "ტოტენჰემს" თებერვალში პრემიერლიგის ბოლო 27 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (+19=7-1).
  • ფერნანდო ლორენტემ ბოლო რვა ოფიციალურ მატჩში შვიდ გოლში მიიღო მონაწილეობა - ხუთი გოლი და ორი შედეგიანი პასი.
  • "ბრაიტონი" ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩია გოლს ვერ იტანს - პირველად 2016 წლის იანვრის შემდეგ.
  • "უოტფორდს" არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.
  • "ბრაიტონს" არასოდეს წაუგია თებერვალში პრემიერლიგის მატჩი (+2=2-0). კიდევ ერთი გუნდი ისტორიაში, რომელსაც კალენდარულ თვეში მატჩი არ აქვს წაგებული - "ბლეკპულია" (+2=0-0, დეკემბერში).
  • "ბრაიტონს" ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
  • "ბარნლის" თებერვალში ბოლო 14 მატჩი არ მოუგია.
  • "საუთჰემპტონს" სტუმრად ბოლო ოთხი მატჩია არ წაუგია.
  • "საუთჰემპტონი" ხუთი მატჩია არ აგებს - ასეთი სერია გუნდს 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონია.
  • "ბარნლის" ახალწვეულმა პეტერ კრაუჩმა პრემიერლიგაში მეშვიდე კლუბში ითამაშა. მან გაიმეორა კრეიგ ბელამის, ენდრიუ კოულის, უეინ რუტლეჯისა და ტალ ბენ ჰაიმის მაჩვენებელი. რეკორდსმენი მარკუს ბენტია, რომელსაც ინგლისში უმაღლეს დონეზე რვა კლუბში უთამაშია.
  • "ფულჰემმა" ზედიზედ მერვე ლონდონური დერბი წააგო. ასეთი რამ პირველად მოხდა პრემიერლიგის ისტორიაში.
  • "ფულჰემს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული გასვლაზე (32).
  • "კრისტალ პალასმა" ბოლო 12 ლონდონური დერბიდან მხოლოდ ორი მოიგო (+2=3-9) და ორივე "ფულჰემთან".
  • "ევერტონს" ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული ცხრილში მასზე ზემოთ მყოფ გუნდებთან.
  • "ვულვზმა" მე-11 მატჩი მოიგო სეზონში და პირადი რეკორდი გაიმეორა.
  • "ბორნმუთმა" პრემიერლიგაში ზედიზედ მეშვიდე გასვლითი მატჩი წააგო ისე, რომ თითოში მინიმუმ ორ გოლს უშვებდა.
  • ბობი რიდი პირველი მოთამაშეა 2016 წლის დეკემბრის შემდეგ, ვინც თავის დაბადების დღეზე დუბლი შეასრულა.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ ხუთი გასვლითი მატჩი (ყველა ტურნირზე).
  • "ლესტერს" ყველაზე მეტი მატჩი პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" აქვს წაგებული (17).
  • "მანჩესტერ სიტიმ" 1937 წლის შემდეგ პირველად მოუგო "არსენალს" ზედიზედ ოთხი მატჩი.
  • პეპ გვარდიოლას არასოდეს წაუგია უნაი ემერისთან.

პრემიერლიგა XXV ტური
ტოტენჰემი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 სონი (83)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - დავინსონ სანჩესი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - ტრიპიერი, უინქსი, სისოკო, ლუკას მოურა (60. ლორენტე) - ერიკსენი, ლამელა (78. როუზი) - სონი (89. დაიერი).

ბარნლი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 0:1 რედმონდი (55), 1:1 ბარნსი (90+4-პენ)

ჩელსი-ჰადერსფილდი 5:0
გოლები: 1:0 იგუაინი (16), 2:0 აზარი (45+1-პენ), 3:0 აზარი (66), 4:0 იგუაინი (69), 5:0 დავიდ ლუიზი (86)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე (83. ლოფტუს-ჩიკი), ჟორჟინიო (70. კოვაჩიჩი), ბარკლი - ვილიანი, აზარი (77. ჰადსონ-ოდოი), იგუაინი.

კრ. პალასი-ფულჰემი 2:0
გოლები: 1:0 მილივოიევიჩი (25-პენ), 2:0 შლუპი (87)

ევერტონი-ვულვზი 1:3
გოლები: 0:1 ნევესი (7-პენ), 1:1 გომესი (27), 1:2 ხიმენესი (45), 1:3 დენდონკერი (66)

კარდიფი-ბორნმუთი 2:0
გოლები: 1:0 რეიდი (5-პენ), 2:0 რეიდი (46)

ლესტერი-მანჩესტერ იუნ 0:1
გოლი: 0:1 რაშფორდი (9)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, ბაილი, ლინდელიოფი, შოუ - ერერა, მატიჩი - ლინგარდი (90. ჯოუნსი), პოგბა, ალექსის სანჩესი (67. მარსიალი) - რაშფორდი (78. ლუკაკუ).

მანჩესტერ სიტი-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 აგუერო (1), 1:1 კოსიელნი (11), 2:1 აგუერო (44), 3:1 აგუერო (61)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ფერნანდინიო, ოტამენდი, ლაპორტი - დე ბრუინი (88. მაჰრეზი), გიუნდოგანი, დავიდ სილვა - სტერლინგი, ბერნარდო სილვა, აგუერო (81. გაბრიელ ჟეზუში).
არსენალი (4-4-2): ლენო - ლიხტშტაინერი, მუსტაფი (79. მავროპანოსი), კოსიელნი, მონრეალი - ივობი (66. რემზი), ტორეირა, გენდუზი, კოლაშინაცი (66. საურესი) - ლაკაზეტი, ობამეიანგი.

ბრაიტონი-უოტფორდი 0:0
ორშაბათი, 4 თებერვალი
ვესტ ჰემი-ლივერპული 23:59

ბომბარდირები: 16 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 12 - ედენ აზარი (ჩელსი).

მომდევნო ტური
9 თებერვალი: ფულჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი, კრისტალ პალასი-ვესტ ჰემი, ჰადერსფილდი-არსენალი, ლივერპული-ბორნმუთი, საუთჰემპტონი-კარდიფი, უოტფორდი-ევერტონი, ბრაიტონი-ბარნლი
10 თებერვალი: ტოტენჰემი-ლესტერი, მანჩესტერ სიტი-ჩელსი
11 თებერვალი: ვულვზი-ნიუკასლი

გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული