ანგარიში სადიო მანემ გახსნა, რომელსაც გადაცემა ჯეიმს მილნერმა გაუკეთა, თუმცა ეს უკანასკნელი ბურთის მიღების მომენტში თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
33 წლის მილნერმა ინგლისის ჩემპიონატზე 81-ე საგოლე გადაცემა გააკეთა, დევიდ ბექჰემს გაასწრო და ამ მაჩვენებლით მე-7 ადგილზეა.
სტუმრები დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საპასუხო გოლი მიიღეს და ფრეს დასჯერდნენ.
"ლივერპულმა" ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ (წინა ტურში "ლესტერთან" 1:1), 62 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.
"ლივერპული" 9 თებერვალს "ბორნმუთს" უმასპინძლებს.
ლონდონი. "ლონდონ სტადიუმი". 59 903 მაყურებელი
ვესტ ჰემი - ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 მანე (22), 1:1 ანტონიო (28)
ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, კრესველი, დიოპი, ოგბონა, ფრედერიკსი, რაისი, ნოუბლი (ობიანგი 79), ანდერსონი (მასუაკუ 90+1), სნოდგრასი, ანტონიო, ჩიჩარიტო (კეროლი 79)
ლივერპული: ალისონი, რობერტსონი, ვან დეიკი, მატიპი, მილნერი, ფაბინიო, კეიტა, ლალანა (შაქირი 69), მანე, ფირმინო (ორიგი 75), სალაჰი