"ლივერპულმა" "ვესტ ჰემს" ვერ მოუგო და გოლიც თამაშგარედან გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 თებარვალს, პრემიერლიგის 25-ე ტურის დასკვნით მატჩში "ვესტ ჰემი" და "ლივერპული" დაზავდნენ 1:1.

ანგარიში სადიო მანემ გახსნა, რომელსაც გადაცემა ჯეიმს მილნერმა გაუკეთა, თუმცა ეს უკანასკნელი ბურთის მიღების მომენტში თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

33 წლის მილნერმა ინგლისის ჩემპიონატზე 81-ე საგოლე გადაცემა გააკეთა, დევიდ ბექჰემს გაასწრო და ამ მაჩვენებლით მე-7 ადგილზეა.

სტუმრები დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საპასუხო გოლი მიიღეს და ფრეს დასჯერდნენ.

"ლივერპულმა" ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ (წინა ტურში "ლესტერთან" 1:1), 62 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ
სიტის" მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

"ლივერპული" 9 თებერვალს "ბორნმუთს" უმასპინძლებს.

ლონდონი. "ლონდონ სტადიუმი". 59 903 მაყურებელი
ვესტ ჰემი - ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 მანე (22), 1:1 ანტონიო (28)

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, კრესველი, დიოპი, ოგბონა, ფრედერიკსი, რაისი, ნოუბლი (ობიანგი 79), ანდერსონი (მასუაკუ 90+1), სნოდგრასი, ანტონიო, ჩიჩარიტო (კეროლი 79)

ლივერპული: ალისონი, რობერტსონი, ვან დეიკი, მატიპი, მილნერი, ფაბინიო, კეიტა, ლალანა (შაქირი 69), მანე, ფირმინო (ორიგი 75), სალაჰი
მკითხველის კომენტარები / 3 /
დგევანდელ ბარსას დონემდე მისასვლელად ლივერპულს მინიმუმ კიდევ 20 წელი მაინც უნდა, ბარსას ლივერპულმა როგორ უნდა მოუგოს უბრალოდ სასაცილოა. სასაცილო კიდევ ის არის მესიზე რო ამბობდნენ ეგვიპტელი სალაჰიაო, სად არის ტქვენი ცხენი სალაჰი ერტსეზონიანი მე ესე დავარქმევდი
barsa
15:26 05-02-2019
4
ესეც სამი ქულა და ჩაუქროლე ქორივიით იტყვის პეპი )))
ტოტტი
09:24 05-02-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული