ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა კიდევ ერთი შეთავაზება მიიღო.
21 წლის სერბის გადაბირებით ამჯერად უკვე ლონდონის "ჩელსი" დაინტერესდა. ლონდონურმა კლუბმა უკვე შესთავაზა "აინტრახტს" 45 მლნ ევრო. აქვე გეტყვით, რომ სერბის სატრანსფერო უფლებები "ბენფიკას" ეკუთვნის, თუმცა გერმანულ კლუბს გამოსყიდვის უფლება აქვს.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იოვიჩით "ბარსელონა" და "რეალი" არიან დაინტერესებულები. მადრიდელებმა იგივე თანხა შესთავაზეს "აინტრახტს", რაც "ჩელსიმ", ხოლო "ბარსელონას" გერმანელებმა უთხრეს, რომ 75 მლნ ევროზე ნაკლები არ სურთ.
იოვიჩი ბუნდესლიგის ბომბარდირია. მის ანგარიშზე 19 მატჩში 14 გოლია.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით
17:38 14-02-2019
ლონდონის "ჩელსის" ბუნდესლიგის ბომბარდირის ყიდვა 45 მლნ ევროდ სურს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული