ეს ამბავი დიდად გასაკვირი დღეს ბრიტანულმა "ინდეპენდენტმა" გაავრცელა. სახელდობრ, "ჩელსის" მწვრთნელს მაურისიო სარის რომ მოხსნიან, ეს უკვე გადაწყვეტილია, მის ნაცვლად კი გუნდის ჩაბარება ლეონიდ სლუცკისთვის უნდათ.
სლუცკის ჯერ დროებით მწვრთნელად დანიშნავენ, ხოლო თუ იმედები გაამართლა, შემდეგ მინიმუმ ერთწლიან კონტრაქტსაც გაუფორმებენ.
სლუცკი რუსეთიდან აბარგების შემდეგ "ჩელსის" პრეზიდენტის რომან აბრამოვიჩის რეკომენდაციით 2017 წლის 5 აგვისტოს "ჰალის" მენეჯერად დანიშნეს და მიზნად გუნდის პრემიერლიგაში დაბრუნება დაუსახეს, მაგრამ ამოცანას თავი ვერ გაართვა და 3 დეკემბერს მოხსნეს. მიზეზი ის გახლდათ, რომ გუნდი გავარდნის პირას იყო. ამის შემდეგ
აბრამოვიჩმა სლუცკი "სტაჟირებაზე" "ვიტესში" გაუშვა და ახლა სურს "არისტოკრტები" დამოძღვროს.
თუმცა, აქ ერთი პრობლემაა - სლუცკიმ რუსულის გარდა სხვა ენა არ იცის და რამდენიც არ ეცადა, ვერ ისწავლა.