კევინ დე ბრიუნე: თუ "მანჩესტერ სიტი" ოთხივე ტურნირს მოიგებს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახდება

AutoSharing Option
ნახევარმცველი კევინ დე ბრიუნე თვლის, რომ "მანჩესტერ სიტის" ოთხივე ტურნირის მოგება შეუძლია.

"ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ოთხივე ტურნირის მოგებას შევეცდებით. ეს აქამდე არავის გაუკეთებია და თუ ამას მივაღწიეთ, "სიტი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გახდება. ამისაკენ მივისწრაფით.

რაც შეიძლება მეტი ტურნირის მოგება გვინდა, თუმცა ერთბაშად ოთხივეს მოგება წარმოუდგენელია. თუ სამი მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ამაზე დავფიქრდებით. იქამდე არა", - აცხადებს ბელგიელი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული