"ლივერპულმა" მოიგო და გალიდერდა - დროებით? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 მარტს, პრემიერლიგის 31-ე ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე "ფულჰემს" 2:1 მოუგო.

"ლივერპული" 76 ქულით გალიდერდა, უახლოს მდევარს "მანჩესტერ სიტის" 2 ქულით უსწრებს, თუმცა ამ გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"ლივერპულს" გოლი 32 წლის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ბაბელმა გაუტანა და არ აღნიშნა - ის "წითლების" ღირსებას 2007-2011 წლებში იცავდა.

მერსისაიდული გუნდის მენეჯერმა კლოპმა თქვა, რომ პრემიერლიგაზე ყველაზე გამოცდილი მწვრთნელი არაა და ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ მუდამ მსგავსი პრობლემები აქვს.

ლონდონი. "კრეივენ კოტეჯი".   25 043 მაყურებელი
ფულჰემი - ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 მანე (26),
1:1 ბაბელი (74), 1:2 მილნერი (81, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული