რიო ფერდინანდი: "ლივერპულის" გულშემატკივრები 20 წლის შემდეგ გამოძვრნენ და ლაპარაკი დაიწყეს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა.

"ეს "მანჩესტერისთვის" ყველაზე უარესი სცენარია. მე კი ექსპერტი ვარ და ამაზე სახალხოდ უნდა ვილაპარაკო.

ორი ბოროტებიდან ჩემის აზრით საუკეთესო "მანჩესტერ სიტია", რადგან ეს უკვე ვნახე და ამის მოწმე ვიყავი. ვნახე როგორც ფეხბურთელმა და როგორც გულშემატკივარმა და ემოციურად გავუმკლავდი.

რაც შეეხება "ლივერპულს", სულ სხვა ისტორიაა. ამ გუნდის გულშემატკივრები, რომელთაც არ ვიცნობ, 20 წლის დუმილის შემდეგ გამოძვრნენ და დაიწყეს ლაპარაკი, რომ რაღაც მოიგეს. ასე რომ, მათი გამარჯვება ჩემთვის უფრო მტკივნეული
იქნება.

თუმცა, საუკეთესო გაიმარჯვებს და ვინც არ უნდა იყოს - ყოჩაღ", - ციტირებს ფერდინანდს "მირორი".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ესეც გამოვიდა ექსპერტი. შენ პროექტშიც არ იყავი, ლივერპული ჩემპიონთა თასს 4ჯერ რომ დაეუფლა. ხალხი როგორ გულშემატკივრობს თავის გუნდს, ეგ სტამბულის ფინალშიც კარგად ვნახეთ.მანჩესტერი კიდევ პირადად პსჟმ გაიყვანა შემდეგ ეტაპზე. ამიტომ ჯობია ბარსასთან სატირლად გაემზადო.
????
08:52 22-03-2019
5
ორი წელია ლივერპულის ფანობა გამოჩნდა :დდდ
აბგდ
12:52 22-03-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული