"მეთოფეები" ანდერ ერერას უმიზნებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანდერ ერერამ,  შესაძლოა, კარიერა ლონდონის "არსენალში" გააგრძელოს. ESPN-ის ინფორმაციით, "ემირეიტსზე" მისი გადაბირებით "მეთოფეების" თავკაცი, ერერას თანამემამულე უნაი ემერია დაინტერესებული.

29 წლის ნახევარმცველს "იუნაიტედთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მხარეები ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს მართავენ, მაგრამ ჯერჯერობით საერთო შეთანხმებამდე არ მისულან.

"არსენალის" გარდა, ერერას გარშემო შექმნილ სიტუაციას "ბარსელონა", "პსჟ", ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" აკვირდებიან.

პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად ანდერ ერერაც.

"ლოგიკურია, რომ კონტრაქტის დასრულებამდე სამი თვით ადრე სხვა კლუბების მხრიდან ინტერესზე მიდის საუბრები. ვიცოდი, ასე რომ იქნებოდა.

მე ფეხბურთის თამაშზე ვარ კონცენტრირებული, დანარჩენზე კი, იქნება ეს "იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება თუ სხვა კლუბში გადასვლა, ჩემი აგენტი მუშაობს", - განაცხადა ერერამ.

alt"ბარსელონა" სამუელ უმტიტის გასაშვებად მზადაა - ფრანგი "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს

altოლე-გუნარ სოლსკიაერი "მანჩესტერთან" კონტრაქტს გააგრძელებს - მისი აგენტი უკვე ინგლისშია

altTuttomercatoweb: ედენ აზარმა "რეალთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა

alt"არსენალი" ზაფხულში იოზილსა და მხითარიანს დაემშვიდობება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული