ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ ბელგიელი შემტევის ედენ აზარის მომავლის შესახებ კითხვებს უპასუხა.
"არსებობს ორი ვარიანტი: შეგიძლიათ ამის შესახებ ჰკითხოთ აზარს, ან კლუბის ხელმძღვანელობას. მე ტრანსფერების საკითხებზე არ ვმუშაობ.
ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აზარი ახლა ჩვენთან ერთად არის. ის გვჭირდება, რათა უკანასკნელი ორი თვის მანძილზე გუნდი კარგ ფორმაში იყოს.
პატივისცემით მივიღებ მის გადაწყვეტილებას, მაგრამ არ ვიცი, მიღებული აქვს თუ არა ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება", - განაცხადა სარიმ.