"ვულვერჰემპტონი" "მანჩესტერ იუნაიტედის" რისხვაა - 17 დღეში ორჯერ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 აპრილს, პრემიერლიგის 32-ე ტურში "ვულვერჰემპტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" 2:1 მოუგო.

"ვულვერჰემპტონი" "იუნაიტედის" რისხვად იქცა, 16 მარტს ინგლისის თასის 1/4-ფინალიდან გამოაგდო და ამჯერადაც სძლია და კვლავ 2:1.

თავიდან სტუმრები მაკტომინიმ დააწინაურა, მაგრამ შემდეგ ჯოტამ, რომელმაც წინა შეხვედრაშიც დალაშქრა დე ხეას კარი, ისევ გაუტანა გოლი.

57-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა იანგს და "წითელი ეშმაკები" კაცნაკლულნი დარჩნენ. "მანიუში" ჩატარებულ 236 მატჩში მან პირველად მიიღო წითელი ბარათი. მიკ დინი კი პირველი არბიტრია, რომელმაც პრემიერლიგაზე 100 ფეხბურთელი გააძევა.

რაც შეეხება თამაშს, 77-ე წუთზე
სმოლინგმა ავტოგოლი გაიტანა და სოლსკაიერის გუნდი დამარცხდა.

ვულვერჰემპტონი. "მოლინე". 31 302 მაყურებელი
ვულვერჰემპტონი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:1
გოლები: 0:1 მაკტომინი (13), 1:1 ჯოტა (25), 2:1 სმოლინგი (77, საკ. კარში)
გაძევება: იანგი (57)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული