"უოტფორდის" მეკარე ბენ ფოსტერმა ინგლისის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" თამაშზე უარი განაცხადა.
"რას ვიზამ, თუ მწვრთნელი ინგლისის თასის ფინალში ძირითად შემადგენლობაში დამაყენებს? უარს ვიტყვი! ეს ეურელიო გომესმა დაიმსახურა და მან უნდა იასპარეზოს. მას გუნდისთვის არასოდეს არ უღალატია და არც უღალატებს.
"ვულვერჰემპტონთან" ფანტასტიკურად გაისარჯა", - განუცხადა ფოსტერმა კლუბის საიტს.
გომესი ახლა 38 წლისაა. "უოტფორდში" "ტოტენჰემიდან" 2014 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ამ სეზონში ხუთივე სათასო შეხვედრაში სასტარტოში იყო, ჩემპიონატში კი არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.