"მანჩესტერ სიტიმ" "კრისტალ პალასს" მოუგო და გალიდერდა

AutoSharing Option
14 აპრილს, პრემიერლიგის 34-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე 3:1 მოუგო "კრისტალ პალასს".

რაჰიმ სტერლინგმა დუბლი შეასრულა, კევინ დე ბრუინმა კი საგოლე გადაცემა 336 დღის შემდეგ პირველად გააკეთა.

"მანჩესტერ სიტი" 83 ქულით პირველ ადგილზეა და 20 აპრილს, მორიგ ტურში "ტოტენჰემს" უმასპინძლებს, იქამდე კი ამავე გუნდს 17 აპრილს სახლში, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში დაუპირისპირდება.

ლონდონი. "სელჰერსტ პარკი".
კრისტალ პალასი - მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 სტერლინგი (15), 0:2 სტერლინგი (63), 1:2 მილოვეიევიჩი (81), 1:3 გაბრიელ ჟეზუსი (90)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული