იგუაინი: კრიტიკას სახლში ვემალებოდი, ქუჩაში არ გამოვდიოდი

AutoSharing Option
A Bola გვთავაზობს ლონდონის "ჩელსის" თავმდამსხმელის სიტყვებს მის წარსულთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცეოდა პიპიტა კრიტიკის საპასუხოდ:

"ახლა ვნანობ, რომ ადრე სახლში ვიმალებოდი. რამდენჯერმე მომხდარა, რომ არ გამოვსულვარ სახლიდან, რადგან არ მინდოდა ჩემ თამაშთან დაკავშირებული კრიტიკის მოსმენა. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც გაცილებით საშინელი რამ ჩაუდენიათ ცხოვრებაში, მაგრამ ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის გარეშე დააბიჯებენ ქუჩებში. ჩვენ კი ფეხბურთელები, რომლებსაც არც არავინ მოგვიკლავს, არც ომი გაგვიჩაღებია, იმიტომ უნდა გამოვდიოდეთ ქუჩაში სირცხვილით, რომ სპორტსმენები ვართ?

ახლა არაფრის მოსმენა არ მინდა კრიტიკის
შესახებ. სოციალური ქსელებიდან მოწყვეტა ამაში ძალიან მეხმარება. მე საუკეთესო ჩემპიონატებში ვთამაშობდი, მონაწილეობა სამ მსოფლიო თასზე მივიღე. 5 წლის ასაკში არც კი შემეძლო იმის წარმოდგენა, რომ ამდენს მივაღწევდი. რატომ უნდა მაწუხებდეს სხვების აზრი?"- განაცხადა გონსალო იგუაინმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული