"ევერტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" შავი დღე აყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აპრილს, პრემიერლიგის 35-ე ტურში "ევერტონმა" მოულოდნელად 4:0 გაანადგურა "მანჩესტერ იუნაიტედი".

ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა ბოლო 5-დან 4 მატჩი წააგო, მათ შორის, უკანასკნელი 2 საერთო ანგარიშით 0:7, "ევერტონთან" შეხვედრაში კი კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც 87-ე წუთზე.

"მანჩესტერმა" ამ სეზონში პრემიერლიგაში 48 გოლი გაუშვა. ეს კლუბის ანტირეკორდია. აქამდე ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 1999/2000 და 2001/2002 წლების სეზონში ჰქონდა - 45 გაშვებული გოლი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ 11 მატჩში გაუშვა გოლი, რაც 1998 წლის შემდეგ გუნდის ყველაზე უარესი მაჩვენებელია - ბოლოს
გოლი 24 თებერვალს "ლივერპულთან" არ გაუშვა (0:0).

"ევერტონმა" "იუნაიტედს" საკუთარ მოედანზე ბოლოს 4 და მეტი გოლი 1984 წელს გაუტანა.

"მანჩესტერი" 64 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო "ევერტონი" 49 ქულით - მეშვიდეზე.

ლივერპული. "გუდისონი". 39 395 მაყურებელი
ევერტონი - მანჩესტერი 4:0
გოლები: 1:0 რიშარილსონი (13), 2:2 სიგურდსონი (28), 3:0 დინი (56), 4:0 უოლკოტი (64)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული