"ჩელსიმ" "ბარნლის" ვერ მოუგო და მესამე ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 აპრილს, პრემიერლიგის 35-ე ტურში "ჩელსისა" და "ბარნლის" მატჩი 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი 24 წუთში გავიდა.

"ჩელსი" გამარჯვების შემთხვევაში სამეულში შევიდოდა, ახლა კი 67 ქულით მეოთხე ადგილზეა და "ტოტენჰემს", რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, ქულებით კი გაუთანაბრდა, მაგრამ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება.

კომპენსირებულ დროში სტუმართა მიერ დროის გაყვანის გამო "არისტოკრატების" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ უკმაყოფილება გამოთქვა და მსაჯმა გააძევა.

"ჩელსის" ნახევარმცველმა კალუმ ჰადსონ-ოდოიმ 41-ე წუთზე ტრავმა მიიღო და პედრომ შეცვალა.

28 აპრილს, შემდეგ ტურში "ჩელსი" "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერს" შეხვდება.

ლონდონი. "სტემფორდ ბრიჯი". 40 642 მაყურებელი
ჩელსი - ბარნლი 2:2
გოლები: 0:1 ჰენდრიკი (8), 1:1 კანტე (12), 2:1 იგუაინი (14), 2:2 ბარნსი (24)
მკითხველის კომენტარები / 1 /
200£ის დადებას ვაპირებდი, 5 წუთით ადრე გადავიფიქრე, კიდე კაი
Homeros
11:47 23-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული