ოლე-გუნარ სოლსკიაერი: "მანჩესტერ სიტის" დამარცხება რეაბილიტაციის იდეალური შესაძლებლობაა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "მანჩესტერ სიტისთან" მომავალ მატჩზე ილაპარაკა.

"ევერტონთან" წაგების შემდეგ სარეაბილიტაციოდ ამაზე უკეთეს მეტოქეს ვერ ვისურვებდით. ჩემი ფეხბურთელები გაღიზიანებულნი არიან. სერიოზული საუბარი გვქონდა.

გულშემატკივრები დაგვეხმარებიან. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელების რეაქციაზე სწორ პასუხს მივიღებ.

ფეხბურთელები არ დამისჯია. მათ ნდობა გამოვუცხადე. რა თქმა უნდა, ბიჭებმა იციან, რომ საკუთარ თავსაც უღალატეს, გუნდსაც და მეც, რადგან სწორედ მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელი.

მითითებას ვაძლევ, როგორ ითამაშონ. დარწმუნებული ვარ, რეაქცია იქნება", - განუცხადა სოლსკიაერმა Sky Sports-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული