27 აპრილს, პრემიერლიგის 36-ე ტურში "ტოტენჰემი" "ვესტ ჰემთან" 0:1 დამარცხდა.
"ტოტენჰემს" აქამდე ახალ სტადიონზე ოთხივე მატჩი საერთო ანგარიშით 8:0 ჰქონდა მოგებული, ახლა კი პირველი გოლი გაუშვა და პირველად წააგო.
"ტოტენჰემი" 70 ქულით მესამე ადგილზეა და 4 მაისს სტუმრად "ბორნმუთს" შეხვდება, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "აიაქსს" უმასპინძლებს.
ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 60 043 მაყურებელი
ტოტენჰემი - ვესტ ჰემი 0:1
გოლი: ანტონიო (67)
ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, სანჩესი, როუზი (იანსენი 77), ფოიტი, დაიერი, ალი (ვანიამა 83), დევისი, ლუკას მოურა (ლორენტე 66), სონი, ერიკსენი
ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ფრედერიკსი, დიოპი, ბალბუენა, მასუაკუ, რაისი, ნობლი (ოგბონა 84), სნოდგრასი (ობიანგი 77), ანდერსონი, არნაუტოვიჩი (პერესი 80), ანტონიო