4 მაისს, პრემიერლიგის 37-ე ტურში "ტოტენჰემი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ბორნმუთთან".
მსაჯმა პოუსონმა შესვენების წინ "ტოტენჰემის" თავდამსხმელი სონი გააძევა, ხოლო შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესული მცველი ფოიტი.
2016 წლის შემდეგ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაზე პირველი გუნდია, რომელსაც 1 მატჩში 2 ფეხბურთელი პირდაპირი წითელი ბარათით გაუძევეს.
ფოიტი შეცვლაზე შესვლიდან 3 წუთის შემდეგ გააძევეს - ეს 2015 წლის შემდეგ პრემიერლიგაზე შეცვლაზე შესული ფეხბურთელის ყველაზე სწრაფი გაძევებაა.
მძიმე სიტუაციაში მყოფი სტუმრები თავს იცავდნენ, მაგრამ კომპენსირებულ დროში მაინც გაუშვეს გოლი.
"ტოტენჰემმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო, მათ შორის 3 მიჯრით, 70 ქულით ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა და 12 მაისს, უკანასკნელ ტურში "ევერტონს" უმასპინძლებს.
ბორნმუთი. "ვიტალიტი". 10 630 მაყურებელი
ბორნმუთი - ტოტენჰემი 1:0
გოლი: აკე (90+1)
გაძევება: სონი (43), ფოიტი (48)